Home » Tag Archives: ანდრია გვიდიანი

Tag Archives: ანდრია გვიდიანი

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ...

Read More »

ჰესებით გამოწვეული საფრთხე – მითი თუ რეალობა

ჰესებით გამოწვეული საფრთხე - მითი თუ რეალობა

ბოლო პერიოდში გამძაფრდა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ჰესების მშენებლობა, რაც საზოგადოების პროტესტისა და შიშის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. კერძოდ, მოსახლეობის რაღაც ნაწილი აპროტესტებდა სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენელობას, მათ შორის ,,მესტიაჭალა ჰესის’’, რომლის შესახებაც მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა, ხოლო მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მათი აზრით, ჰესების მშენებლობა სვანეთში აზიანებს მოსახლეობას, ამცირებს ტურისტულ პოტენციალს და ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას. ...

Read More »

დროში გაჭედილი კანონი – აზარტული თამაშების ბიზნესი კვლავ “თავის ნებაზეა” მიშვებული

დროში გაჭედილი კანონი - აზარტული თამაშების ბიზნესი კვლავ "თავის ნებაზეა" მიშვებული

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა დაახლოებით ექვსი წელია ჭიანურდება.  “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ ხელისუფლებაში პირველი ვადით მოსვლის დროს, 2012 წელს სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე აქტიურად საუბრობდა. მერვე მოწვევის პარლამენტში შესაბამისი ცვლილებათა პროექტის მომზადებაზე საუბარი ხშირად იყო, თუმცა საბოლოოდ არ მომზადდა. “მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკითხი კვლავ გააქტიურდა. ამჯერად ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, სადაც სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო უკვე ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: არსებობს ეჭვები, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება

ანდრია გვიდიანი: არსებობს ეჭვები, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს ჰყავს ლობისტები, რომლებიც გავლენას ახდენენ, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება. როგორც ანდრია გვიდიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს ეჭვი, რომ სათამაშო ბიზნესში კორუფციული სქემებია. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, გვიდიანი კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს. “კონკრეტული სახელებისა და გვარების თქმა გამიჭირდება და ჩემგან არასერიოზული იქნება ვინმეს ...

Read More »

„კომუნალური ტარიფების დაწესება კომპანიების ინტერესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“

„კომუნალური ტარიფების დაწესება კომპანიების ინტერესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვლევაში განხილულია სემეკის მიერ რეგულირებული სამივე სექტორის ტარიფების ანალიზი. კვლევის ავტორის, ანდრია გვიდიანის თქმით, მნიშვნელოვანია სემეკის მხრიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გონივრულად მოხდეს კომპანიების მიერ გაწეული ყველა ხარჯის ტარიფში ასახვა. „გამჭვირვალე და ეფექტური სატარიფო რეგულირება, ტარიფების დაწესების პროცესში  მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიების ინტერესების დაცვას. ერთ-ერთი ...

Read More »

“ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება”

"ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება"

სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია ,რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პირადი კაზინოს მოწყობა სახლში შეუძლია. შესაბამისად, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური ეფექტები საკმაოდ ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ისმის საუბრები რომ აღნიშნული სფერო გარკვეულწილად მოწესრიგებას საჭიროებს. ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: მიამაჩნია, რომ თბილისში კახი კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა

ანდრია გვიდიანი: „მიამაჩნია, რომ თბილისში კახი კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა“

მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ბიზნესკოდში“ ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო გარემო მეტწილად თავისუფალია, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. „ვფიქრობ, რომ წელს საარჩევნო გარემო მეტწილად თავისუფალია და ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად  შეუძლია. არ მინდა ჰაერიდან მოტანილი სიტყვებით ვისაუბრო და რასაც ვამბობ შევეცდები არგუმენტებით გავამყარო. როგორც იცით, სექტემბერში ჩამოსული იყო გაეროს ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: უცხოური ინვესტიციების შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ

ანდრია გვიდიანი: უცხოური ინვესტიციების შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, 2016 წლის აპრილი-ივნისის მონაცემებთან შედარებით, 2017 წლის მეორე კვარტალში 14,3%-ით შემცირდა და 346,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში ინვესტიციების ...

Read More »

“მიწის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნა უმეტესად ურაპატრიოტიზმია და პრაგმატული განხილვისგან შორს დგას”

"მიწის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნა უმეტესად ურაპატრიოტიზმია და პრაგმატული განხილვისგან შორს დგას"

ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული განხილვები აქტუალობას არ კარგავს. ბევრ საკითხთან დაკავშირებით, აზრი ორად არის გაყოფილი როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებშიც კი.  კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში, გამორჩეულად აქტუალურია მიწის გასხვისების აკრძალვის საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებითაც, პრაქტიკულად არ არსებობს ერთიანი პოზიცია და ხშირად შინაარსობრივად განსხვავებული პოზიციები ისმის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. რა თქმა უნდა, აღნიშნული გარემოება მოსახლეობაში დაბნეულობას ამძაფრებს და, შესაბამისად, ...

Read More »

ანდრია გვიდიანის ინიციატივა „საქართველოს ბანკისთვის“ – „აზოტის“ კრიზისიდან გამოსავალი

ანდრია გვიდიანის ინიციატივა „საქართველოს ბანკისთვის“ – „აზოტის“ კრიზისიდან გამოსავალი

“რუსთავის აზოტიდან” მასობრივი დათხოვნის გამო განვითარებულმა საპროტესტო ტალღამ გარდა სოციალური საკითხისა, რომელიც დათხოვნილ 350-მდე მუშა-მოსამსახურის ბედთან ერთად, ქალაქ რუსთავის და მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს, ზედაპირზე რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი თემაც წამოსწია. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქიმიურ კომბინატში შექმნილ ვითარებასთან ქვეყნის უმსხვილესი ბანკის „საქართველოს ბანკის“ მიმართება. ასევე გამოიკვეთა, რომ „საქართველოს ბანკის“ მოქმედებების გამო „აზოტში“ განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, სერიოზული ...

Read More »