Home » Tag Archives: ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია

Tag Archives: ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ...

Read More »

აფბას ბიზნესსაბჭომ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

აფბას ბიზნესსაბჭომ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ახალი პლატფორმის – ბიზნესსაბჭოს ფორმატში, რედისონში გამართულ შეხვედრაზე საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. აფბას ბიზნესსაბჭოს წევრები არიან საქართველოში მოქმედი როგორც მსხვილი, ისე საშუალო მცირე ბიზნესის, ასევე პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები. შეხვედრას, ბიზნესსაბჭოს წევრებთან ერთად, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და ბანკების ასოციაციის ...

Read More »

„საზოგადოებამ ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს სესხზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება ყველას, ვინც შემოსავალს არ დაადასტურებს“

„საზოგადოებამ ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს სესხზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება ყველას, ვინც შემოსავალს არ დაადასტურებს“

საზოგადოებამ ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს, სესხზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება უკლებლივ ყველას, ვინც შემოსავალს არ დაადასტურებს, – განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „თუ ბიზნესსესხებზე ვსაუბრობთ, პრინციპში, ეს ბიზნესსესხებს არ შეეხება, რადგან ასეთი სესხის ასაღებად აქამდეც საკმაოდ ბევრი დასაბუთება იყო საჭირო. ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალი მიზეზის გამო, ბანკები ბიზნესსესხების დაკრედიტებაზე ორიენტირებული არც იყვნენ“, – ...

Read More »

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა ...

Read More »

დროში გაჭედილი კანონი – აზარტული თამაშების ბიზნესი კვლავ “თავის ნებაზეა” მიშვებული

დროში გაჭედილი კანონი - აზარტული თამაშების ბიზნესი კვლავ "თავის ნებაზეა" მიშვებული

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა დაახლოებით ექვსი წელია ჭიანურდება.  “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ ხელისუფლებაში პირველი ვადით მოსვლის დროს, 2012 წელს სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე აქტიურად საუბრობდა. მერვე მოწვევის პარლამენტში შესაბამისი ცვლილებათა პროექტის მომზადებაზე საუბარი ხშირად იყო, თუმცა საბოლოოდ არ მომზადდა. “მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკითხი კვლავ გააქტიურდა. ამჯერად ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, სადაც სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო უკვე ...

Read More »

2017 წლის ეკონომიკური პანორამა

2017 წლის ეკონომიკური პანორამა

შოთა გულბანი “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი მიმდინარე წელი ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი წელიწადი იყო. რეგიონში გაჯანსაღებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებიც. გამოცოცხლდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, საზღვარგარეთიდან გადმორიცხვები და ა.შ. მიმდინარე წელი, ასევე, გამორჩეული იყო გამოწვევებითაც, რომელსაც მეტნაკლებად ხელისუფლებამ ადეკვატური პასუხი გასცა. თუმცა, წლევანდელი წელი გამორჩეულია ინფლაციის დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებლით. ამ ...

Read More »

აფბა: ფინანსურ პირამიდებს მარეგულირებელი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს

აფბა: ფინანსურ პირამიდებს მარეგულირებელი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“, ეხმაურება ქვეყანაში ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედი კომპანიების გააქტიურებას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მომრავლდნენ კომპანიები, რომლებიც ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებენ და გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლები შეცდომაში შეყავთ. „ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რა დროსაც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ხდება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზებით. ასეთი ორგანიზაციების ...

Read More »

ანდრია გვიდიანის ინიციატივა „საქართველოს ბანკისთვის“ – „აზოტის“ კრიზისიდან გამოსავალი

ანდრია გვიდიანის ინიციატივა „საქართველოს ბანკისთვის“ – „აზოტის“ კრიზისიდან გამოსავალი

“რუსთავის აზოტიდან” მასობრივი დათხოვნის გამო განვითარებულმა საპროტესტო ტალღამ გარდა სოციალური საკითხისა, რომელიც დათხოვნილ 350-მდე მუშა-მოსამსახურის ბედთან ერთად, ქალაქ რუსთავის და მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს, ზედაპირზე რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი თემაც წამოსწია. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქიმიურ კომბინატში შექმნილ ვითარებასთან ქვეყნის უმსხვილესი ბანკის „საქართველოს ბანკის“ მიმართება. ასევე გამოიკვეთა, რომ „საქართველოს ბანკის“ მოქმედებების გამო „აზოტში“ განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, სერიოზული ...

Read More »

„აფბა“ ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„აფბა“ ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

10 რჩევა და რეკომენდაცია ეროვნულ ბანკს და მთავრობას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ლარის კურსის მკვეთრ მერყეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება მოითხოვს სწრაფ, ოპერატიულ რეაგირებას. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ლარიზაციის პროგრამა კონცეპტუალურად სწორია და ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში პრობლემის პრევენციაზე, მაგრამ იგი ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. ლარის არასტაბილურობა ანგრევს მისდამი ...

Read More »

თბილისში ფინანსური განათლების დონე დაბალია

თბილისში ფინანსური განათლების დონე დაბალია

“აფბას” კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხი საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობისას საკმაოდ დაბალია კვლევა, რომელიც “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ” “პიარ საკონსულტაციო ჯგუფთან” ერთად ჩაატარა, ნათლად ასახავს დედაქალაქში მომხმარებლების ქცევის თავისებურებებს საფინანსო დაწესებულებებთან, ამ შემთხვევაში ბანკებთან და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებთან. კვლევის მიზანი იყო დედაქალაქში ფინანსური განათლების დონის დადგენა, რაც გულისხმობდა, იმ ელემენტარული ტერმინების შესახებ ინფორმირებულობის დადგენას, როგორიცაა ინფლაცია და სავალუტო ...

Read More »