Home » Tag Archives: აფბა

Tag Archives: აფბა

როგორია სტაბილურად მზარდი საბანკო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში  

საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების კოლაფსის შემდეგ, ქართულ ფინანსურ ბაზარზე საბანკო სექტორი ერთადერთია, რომელმაც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სათანადოდ შეძლო განვითარება და დროთა განმავლობაში საკუთარი საბაზრო პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 16 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, მაშინ როცა მაგალითად 1995 წელს 102 ბანკი იყო. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რამაც საბანკო სერვისების ხარისხზე და სისწრაფეზე იქონია დადებითი გავლენა, ასევე საკანონმდებლო ...

Read More »

განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი არასწორი რეგულირების შედეგია

განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი არასწორი რეგულირების შედეგია

საქართველოს კაპიტალის ბაზარის არსებობა ეკონომიკის განვითარებისთვის დიდად მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი რომ არ არის, ეს სიახლეს აღარ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სამი წამყვანი სახელმწიფო უწყება, კერძოდ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი – როგორც ამ სფეროს მარეგულირებელი, აქტიურად ცდილობენ დარგის გამოცოცხლებას, რისთვისაც მომზადდა კიდეც კაპიტალის ბაზრის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, სადაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ არ არის ასახული და გათვალისწინებული ის პრიორიტეტები, ...

Read More »

„გზების დეპარტამენტი ბიუჯეტის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფულს უმიზნოდ ფლანგავს“

„გზების დეპარტამენტი ბიუჯეტის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფულს უმიზნოდ ფლანგავს“

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი სეთურიძე ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა. გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის ახალმა მინსტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.  გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში ტენდერების მიკერძოებულ ჩატარებაში დაადანაშაულეს,  თუმცა თავად დეპარტამენტში კორუფციის არსებობას გამორიცხავს და ამბობს, რომ მის უწყებაში ყველა ტენდერი გამჭვირვალე იყო. ამ თემაზე ისაუბრა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა ...

Read More »

აფბა:  „სიტი პარკის“ ჩანაცვლების მიუხედავად, პარკინგის პრობლემის მოგვარების ხედვა გაურკვეველია

აფბა:  „სითი პარკის“ ჩანაცვლების მიუხედავად, პარკინგის პრობლემის მოგვარების ხედვა გაურკვეველია

თბილისში კომპანია „სიტი პარკს“ პარკირების ადმინისტრირების განხორციელების უფლებამოსილების ვადა რამოდენიმე დღეში ეწურება. შესაბამისად, ათი აპრილიდან პარკირების მოწესრიგება თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში გადავა. თუმცა, ამ დრომდე მერიის წარმომადგენლების მხრიდან, არ ჩანს კონკრეტული კონცეფცია თუ როგორ აპირებს მერია საპარკინგე მომსახურების განხორციელებას. სხვადასხვა მედია საშუალებებში თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან არ გაჟღერებულა კონკრეტული გეგმა საპარკინგე მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, მხოლოდ სატრანსპორტო ...

Read More »

როგორ იქცა ,,სოკარი” თხევადი აირის მონოპოლისტად წინა ხელისუფლების დახმარებით

როგორ იქცა ,,სოკარი” თხევადი აირის მონოპოლისტად წინა ხელისუფლების დახმარებით

საავტომობილო ბუნებრივ აირზე (CNG) ფასების მატების პარალელურად, ინტერესი იმატებს თხევად აირზე (LPG), რომლის ფასიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბუნებრივი აირის ფასს. კონკრეტულად კი თუ ერთი კუბი CNG-ის შეძენა დღეს საშუალოდ 1.55 ლარად არის შესაძლებელი, ერთი კილოგრამი LPG შეძენა კი 0.99 ლარად შიძლება. აღნიშნულ ფასთა სხვაობას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდამ. საქმე იმაშია, რომ LPG ერთადერთი ნავთობპროდუქტია, რომელზეც აქციზის განაკვეთი არ ...

Read More »

არის თუ არა კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში

არის თუ არა კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში

რატომ გადააყენეს მინისტრი ალავიძე სავარაუდოდ, კორუფცია საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არის. კორუფცია არის განვითარებული დემოკრატიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი და სამხრეთ კორეა. ამას გახმაურებული კორუფციული საქმეები ადასტურებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გადადგომაც ამის მაგალითია. აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. იქ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა გამართულად ფუნქციონირებს და, რაც მთავარია, დამოუკიდებელია. ის არ კონტროლდება არც პრეზიდენტის ...

Read More »

სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის თანახმადაც, სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები,  მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) – ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის ...

Read More »

აფბა აგარის შაქრის ქარხნის პრობლემის მოსაგვარებლად პირველ სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს

აფბა აგარის შაქრის ქარხნის პრობლემის მოსაგვარებლად პირველ სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს

28 მარტს, 17 საათზე, სასტუმრო ციტადინში (თავისუფლების მოედანი #4) ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანია აგარის შაქრის ქარხანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობა. შეხვედრა ტარდება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ინიციატივით. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან აგარის შაქრის კომპანიის ყოფილი თანამშრომლები, აგარის შაქრის კომპანიის ადმინისტრაცია, დარგობრივი პროფკავშირები  და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე. ასევე, მოვიწვიეთ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც. უკვე რამდენიმე თვეა, აგარის შაქრის ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: არსებობს ეჭვები, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება

ანდრია გვიდიანი: არსებობს ეჭვები, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს ჰყავს ლობისტები, რომლებიც გავლენას ახდენენ, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება. როგორც ანდრია გვიდიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს ეჭვი, რომ სათამაშო ბიზნესში კორუფციული სქემებია. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, გვიდიანი კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს. “კონკრეტული სახელებისა და გვარების თქმა გამიჭირდება და ჩემგან არასერიოზული იქნება ვინმეს ...

Read More »

აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებს ვერ პასუხობს

აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებს ვერ პასუხობს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის(მგგ) ეკონომიკური და ფინანსური ნაწილის შესწავლაზე მუშაობა დაასრულა და კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კერძოდ აფბას კვლევაში საკვანძო საკითხებად განხილულია ფუნქციური ზონირების ცვლილება, ეკონომიკური ეფექტი და ფინანსური ნაწილის გადაწყვეტის შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტისთვის წარმოშობილი სავარაუდო ვალდებულებები. როგორც აღმოჩნდა თითოეული მიმართულებით უამრავი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი. ამ კუთხით პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მგგ-ს ...

Read More »