Home » Tag Archives: ევროპული საქართველო

Tag Archives: ევროპული საქართველო

პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“, ყველაზე ნაკლები კი – „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მიღებული

პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“, ყველაზე ნაკლები კი - „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მიღებული

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება – 274 224 ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები – 225 ლარი – „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“. უფრო დეტალურად, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალმა საქართველომ“ შემოწირულების სახით 119 997 ლარი მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ – 93 025 ლარი, „ერთიანმა ნაციონალურმა ...

Read More »

“ნულოვანი ტოლერანტობის” ერთ-ერთ ავტორს “ტოლერანტობის ქომაგის” სიგელი გადაეცა

“ნულოვანი ტოლერანტობის” ერთ-ერთ ავტორს “ტოლერანტობის ქომაგის” სიგელი გადაეცა

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეთნიკურმა საბჭოებმა საქართველოშიტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვისრესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესა და “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას “ტოლერანტობის ქომაგის” წოდება მიანიჭა. “ეს ადამიანები გამოირჩევიან თავიანთი გამბედაობითა და ტოლერანტობის ერთგულებით”, _ განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ. ბოკერიასადა სამნიძის გარდა, რელიგიათა და ეთნიკური საბჭოების ტოლერანტობის ქომაგის სიგელი გადაეცათ მწერლებს: გურამ ოდიშარიასა და ლაშა ბუღაძეს, აგრეთვე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, გაზეთ “გურჯისტანსა” და მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების კავკასიურუნივერსიტეტს. “პასუხისმგებლობა საზოგადოების ყველა წევრს გვაქვს თავისუფლების დაცვის საკითხებში, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში ვართ, ვისი მოვალეობაც არის სხვისი თავისუფლების დაცვა. ჩვენმა ქვეყანამ წლების განმავლობაში წინ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ არ ...

Read More »

„უნდა გავიგოთ, რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც სამინისტროების შემცირებით გამოთავისუფლდება“

„უნდა გავიგოთ, რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც სამინისტროების შემცირებით გამოთავისუფლდება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის შეფასებით, სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს. კაპანაძის აზრით, სრული შეფასებისთვის საჭიროა გაირკვეს რამდენად რეალურია ცვლილებები და რამდენად მიმართულია ის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე. თუმცა, როგორც კაპანაძე ფეისბუქ-პოსტში აღნიშნავს, მას ეეჭვება, რომ ცვლილებებით რაიმე დადებითი მოხდეს. „სრული შეფასებისთვის უნდა გავიგოთ რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც გამოთავისუფლდება სამინისტროების შემცირებით. თუ ეს თანხები დაიხარჯა ...

Read More »

“ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა და პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით”

"ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა და პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით"

ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა, პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ეს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაცაა, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა მეგის ქარდავასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, მას არ მოეწონა სააკაშვილის განცხადება, რომ ის საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას არ ...

Read More »

„საარჩევნო ფინანსების პრიზმაში საკმაოდ არასახარბიელო სურათი იკვეთება“

„საარჩევნო ფინანსების პრიზმაში საკმაოდ არასახარბიელო სურათი იკვეთება“

სახელმწიფო აუდიტის  სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულობების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საარჩევნო სუბიექტებმა 13 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღეს. ამ მონაცემების კომენტარი ანალიტიკოსს ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ. „სხვა სურათი არც იყო მოსალოდნელი. ეს მონაცემები რეალური სიტუაციის ადეკვატური ანარეკლია. ფინანსების პრიზმაში საკმაოდ არასახარბიელო სურათი იკვეთება. 13 მილიონიდან 11.5 მილიონი ლარი „ქართულმა ოცნებამ“ ...

Read More »

თუ მეორე ტურში ვერ გავა, „ევროპული საქართველო“, მხარს „ნაციონალებს“ დაუჭერს

თუ მეორე ტურში ვერ გავა, „ევროპული საქართველო“, მხარს „ნაციონალებს“ დაუჭერს

„თუ მეორე ტურში მე ვერ გავალ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას დავუჭერ მხარს. თუ ეს იქნება ზაალ უდუმაშვილი, მკაფიოდ ვამბობ,რომ მას დავუჭერ მხარს” , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „რუსთავი 2″-ის ეთერში ისაუბრა. ელენე ხოშტარიამ მისი გუნდის წევრის, გიგი უგულავას მერობის პერიოდის შეცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეცდომების აღიარებას არ ერიდება და მზადაა ამაზე უგულავასთანაც იკამათოს. „მთავარი სიძლიერეა, ...

Read More »

რა ღირს საქართველოში ოპოზიციონერობა

რა ღირს საქართველოში ოპოზიციონერობა

ქართულ პოლიტიკურ სცენაზე უამრავი პარტია და პოლიტიკოსია და, თუმცა მათი მხარდამჭერების რაოდენობა არავის დაუთვლია (და არცთუ მცირეთა მხარდამჭერები, შესაძლოა, ორი ხელის თითებზეც დაეტიოს), რატომღაც, აზრსაც ეკითხებიან და ისინიც გამოთქვამენ. ასეა თუ ისე, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის ორი პოლიტიკური პარტია სამად იქცა და ისინი საბიუჯეტო პარტიულ დაფინანსებასაც იღებენ და მაღალ ხელფასებსაც. მათ გარდა საბიუჯეტო დაფინანსებას კიდევ 17 პოლიტიკური პარტია იღებს, რომლებმაც ...

Read More »

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ბიუჯეტს 1,5 მილიარდი ლარი დააკლდება

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ბიუჯეტს 1,5 მილიარდი ლარი დააკლდება

საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, ბევრი მიმართულებით პრობლემა შეიქმნება. როგორც ქუმსიშვილმა ამ პროგრამის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გეგმა ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტს დააკლდეს დაახლოებით მილიარდნახევარი ლარი, ამის შევსება კი შესაბამისად უნდა მოხდეს სხვადასხვა პროექტების შეჩერებით. „წარმოდგენილი პროექტი, რაც ზედაპირულად ვნახე, ითვალისწინებს, რომ მილიარდნახევარი ლარი ...

Read More »