Home » ფინანსები » “სწრაფი და ონლაინ სესხების მომსახურებამ ქვეყანაში ჭარბვალიანობა შექმნა”
"სწრაფი და ონლაინ სესხების მომსახურებამ ქვეყანაში ჭარბვალიანობა შექმნა"

“სწრაფი და ონლაინ სესხების მომსახურებამ ქვეყანაში ჭარბვალიანობა შექმნა”

„მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის საქართველოში ორ წინაპირობას წამოვაყენებთ, პირველი ეს უპრეცედენტოდ დაბალი და კომფორტული საგადასახადო გარემო იქნება, ხოლო მეორე წვდომა საკრედიტო და სასტარტო კაპიტალის რესურსზე“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, პირველი ივლისიდან ამოქმედებული საგადასახადო რეფორმა თითოეულ მოქლაქეს შეეხება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება, რომ დარეგისტრირდეს და მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი.

„მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ სიმბოლურად 1%-იანი გადასახადი გადაიხადოს ისე, რომ არანაირი ბუღალტერიის წარმოება არ მოუწიოს. შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლების შემოწმების რეჟიმი მასზე არ გავრცელდება. აქედან გამომდინარე, მიიღებს ოფიციალურ სტატუსს და ნებისმიერი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას შეძლებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საერთო თამაშის წესებში მთლიანი ფინანსური სექტორი იგულისხმება.

„როდესაც ჩვენ საერთო თამაშის წესებზე ვსაუბრობთ, აქ ბუნებრივია, სრულიად ფინანსური სერქტორი იგულისხმება. ვინაიდან, პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი ფინანსური სექტორის სხვადასხვა წამორმადგენელს შორის ასიმეტრიული რეგულაცია იყო.

საბანკო სექტოს თავისი რეგულაცია ჰქონდა, ეს ერთიან რეგულაციაში არ იყო მოქცეული და, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ იქცა. იმ თამაში წესებზე რაზეც მე ვსაუბრობ, ყველას შეეხება. მათ შორის, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებს, რადგან ასეთმა ტიპის მომსახურებებმა ის ჭარბვალიანობის პრობლემა შექმნა, რომელსაც ჩვენ საქართველოშიც ვხედავთ“, – განმარტა ფინანთა მინისტრმა.

commmersant.ge

Share