Home » ბიზნესი » “Sun d’Or Airlines” თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
“Sun d’Or Airlines” თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

“Sun d’Or Airlines” თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია, ტავ ჯორჯიასა და ებრაულ ავიაკომპანია “El Al Israel Airlines”-ის შვილობილ კომპანია „Sun d’Or Airlines ”-ს შორის რამოდენიმე თვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ესტუმრნენ , რომლის ფარგლებშიც ისინი, ტავ ჯორჯიას  შუამდგომლობით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით ხუციშვილს და ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

“Sun d’Or Airlines”  ქართულ ავიაბაზარზე 2016 წლის ივნისის თვიდან შემოდის. ებრაული ავიაკომპანია ფრენებს თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ერთხელ- სამშაბათობით, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ- ორშაბათსა და პარასკევს, Boeing 737-800 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

“Sun d’Or Airlines” თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

“El Al Israel Airlines”-ის შვილობილი კომპანია „Sun d’Or Airlines ” 1977 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის „Sun d’Or Airlines“ ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს 40 მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის ევროპის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში. ხოლო რაც შეეხება ისრაელის ნაციონალურ ავიახაზებს, „El Al Israel Airlines” 1948 წელს დაფუძნდა და მისი სათაო ოფისი თელ-ავივში მდებარეობს. ავიაკომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ფრენებს 52 მიმართულებით ასრულებს. ამჟამად “El Al  Israel Airlines”- ის ავიაპარკი 41 საჰაერო ხომალდისაგან შედგება.

ტავ ჯორჯიას შესახებ

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.

დღესდღეისობით „TAV Airports Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 37 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს, მათ შორის(სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, ზაგრების, სკოპიეს,  რიგის, მედინას აეროპორტები და სხვა).  ამასთანავე აღსანიშნავია, რომ  ორივე კომპანიის აქციები თავისუფალ საჯარო გაყიდვაშია პარიზისა და სტამბოლის საფონდო ბირჟებზე.

Share