Home » ახალი ამბები » სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს
სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი დღეიდან ახალ თანამდებობაზე იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დანიშნა. მისი საკურატორო სფერო ისევ ტურიზმი იქნება.

სულხან ღლონტს უახლეს საათში წარუდგენენ სამინისტროს თანამშრომლებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის კიდევ ერთი პოზიციაა თავისუფალი. ეს პოზიცია მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც აჭარის პროკურატურამ მოადგილე არჩილ ვანაძე და კიდევ ექვსი თანამდებობის პირი დააკავა უფლებამოსილების და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ბრალდებით.

Share