Home » ეკონომიკა » სტუდქალაქის ტერიტორიაზე ახალი პროექტის მშენებლობა იგეგმება
სტუდქალაქის ტერიტორიაზე ახალი პროექტის მშენებლობა იგეგმება

სტუდქალაქის ტერიტორიაზე ახალი პროექტის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ახალი პროექტის მშენებლობა იგეგმება. საუბარია, მრავალფუნქციურ კომპლექსზე, რომლის აშენებაც ვაკეში, ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება. ამ ეტაპზე განაცხადი განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებაზეა შეტანილი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში  წარმოება მიმდინარეობს,  თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

პროექტის განხორციელებას შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ აპირებს. კომპლექსში გათვალისწინებულია მათ შორის –  საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება.

Share