Home » საზოგადოება » სტუდენტების დაფინანსების პრინციპები 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება
სტუდენტების დაფინანსების პრინციპები 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება

სტუდენტების დაფინანსების პრინციპები 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება

სტუდენტების დაფინანსების პრინციპები 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სერგო რატიანმა მამუკა ბახტაძეს სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ დაუსვა კითხვა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში 50 ათასი სტატუს შეჩერებული სტუდენტია, რისი გამომწვევი მიზეზიც ქვეყანაში სიღარიბის ზრდაა.

„მაინტერესებს, შეცვლით თუ არა არარაციონალურ დაფინანსებას, რომელიც 2012 წლიდან შემოიღეთ“,- მიმართა სერგო რატიანმა ბახტაძეს.

„რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ციფრი, მაგრამ ეს ციფრი რეალურად არ გამოხატავს იმას, რომ ფინანსური მდგომარეობის გამო მოხდა მათი სტატუსის შეჩერება. უმრავლესობა არის სხვა შემთხვევები, თუმცა უნდა შეიცვალოს დაფინანსების პრინციპები და ამას განვახორციელებთ 2019 წლის პირველი იანვრიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Share