Home » ფინანსები » StopCoV ფონდში 12,5 მლნ ლარი არის მობილიზებული

StopCoV ფონდში 12,5 მლნ ლარი არის მობილიზებული

StopCoV ფონდში, 26 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, 12,5 მლნ ლარი არის აკუმულირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის არიან:  მაგთიკომი – 3 მლნ ლარი; „არ ემ ჯი“ – 1 მლნ ლარი;  სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მლნ ლარი; სათამაშო ბიზნესის ასოციაცია (6კომპანია);  მეტრო ჰოლდინგი – 500 ათასი ლარი;  თელავის ღვინის მარანი – 300 ათასი ლარი; რიკო ექსპრესი – 300 ათასი ლარი; პე-ეს-პე ჯგუფი – 300 ათასი ლარი; იმპორტიორი კომპანია „დაფნა” – 300 ათასი ლარი;  თეგეტა მოტორსი – 200 ათასი ლარი;  სოკარ ენერჯი ჯორჯია – 200 ათასი ლარი;  ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი – 200 ათასი ლარი;  ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი –  150 ათასი ლარი.

ამასთან, ფონდში თანხები შეიტანეს: კავკასიის ავტო იმპორტი – 150 ათასი ლარი; აკაკი ახვლედიანი – 100 ათასი ლარი; რუსთავის აზოტი -100 ათასი ლარი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – 100 ათასი ლარი; ყვარლის სარდაფი – 100 ათასი ლარი; ბაზის ბანკი – 100 ათასი ლარი; ფოთის საზღვაო ნავსადგური – 100 ათასი ლარი; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე – 100 ათასი ლარი; ჰუალინგი – 100 ათასი ლარი; სამშენებლო კომპანია დირსი – 100 ათასი ლარი; თბილი სახლი – 100 ათასი ლარი; ბილდი -100 ათასი ლარი; სამშენებლო მასალების კომპანია „დათო“ – 100 ათასი ლარი;  მაქრო ქონსთრაქშენ – 100 ათასი ლარი.

გარდა ამისა, StopCoV ფონდი შენატანები განახორციელეს: ფილიპ მორისი – 100 ათასი ლარი;  My Home – ჩემი სახლი – 100 ათასი ლარი; მთამ მენეჯმენტი – 75 ათასი ლარი;  ასკანელი ძმები – 60 ათასი ლარი; სარაჯიშვილი – 50 ათასი ლარი; სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ – 50 ათასი ლარი; მაუდის ქარხანა – 50 ათასი ლარი;  ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია – 50 ათასი ლარი; ტოიოტა კავკასია – 50 ათასი ლარი;  ნანა პატარკაციშვილი – 50 ათასი ლარი; დეილი – 50 ათასი ლარი; ელიზი ჯგუფი – 50 ათასი ლარი;  დუგლაძეების ღვინის კომპანია – 50 ათასი ლარი; ლისი ლეიქ დეველოპმენტი – 50 ათასი ლარი; ინვეტი ჯგუფი – 30 ათასი ლარი; სუპერმარკეტების ქსლი „ზღაპარი“ – 30 ათასი ლარი; ქსელი „სუფთა სახლი“ – 30 ათასი ლარი; რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი – 30 ათასი ლარი; სალომე ზურაბიშვილის ფონდი – 30 ათასი ლარი; კომპანია დაგი – 30 ათასი ლარი; წისქვილი ჯგუფი – 30 ათასი ლარი;  კრისტალი – 20 ათასი ლარი; ჯორჯიან გაზ იმპორტი – 20 ათასი ლარი; საკონდიტრო სანდომი – 20 ათასი ლარი;  საქართველო-ისრაელის ბიზნეს საბჭო, იციკ მოშე – 18 ათასი ლარი; მომავლის მეღვინეობა – 10 ათასი ლარი; ოლ-პი ჯგუფი – 10 ათასი ლარი; ზარქუა კომფანი – 10 ათასი ლარი; ნინო კობახიძე – 10 ათასი ლარი; ბენე ჯგუფი – 10 ათასი ლარი; დინ გრუპი – 5 ათასი ლარი; ქინძმარაულის ვენახები – 2 ათას 500 ლარი; ჩაის სახლი ქიაჩელზე – 2 ათასი ლარი; საქველმოქმედო ფონდი „ზიარი“ – 1 500 ლარი; სპორტული მედიცინის ასოციაცია – ათასი ლარი; ევან მოთიაშვილი (ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) – ათასი ლარი; საქართველოს გეო ფიზიკური ასოციაცია – ათასი ლარი.

ამასთან, ფონდში თანხის ჩარიცხვა ყველას შეუძლია.

Share