Home » საზოგადოება » #StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19″-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება. 

კომპანიამ  300 000 ლარი გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე – დანიშნულებით #Stopcov ფონდი.

„ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სოლიდარობით და თანადგომით, სადაც  თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინება სად დგას, რას აკეთებს და რისთვის, ჩვენ შევძლებთ პრობლემების გამკლავებას“, – აცხადებენ “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“.

Share