Home » ეკონომიკა » სსფ – ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო ტემპით, საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ახლანდელ დონეს 18 წელიწადში მიაღწევს, სომხეთი 23-ში, აზერბაიჯანი კი, 45-ში
სსფ - ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო ტემპით, საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ახლანდელ დონეს 18 წელიწადში მიაღწევს, სომხეთი 23-ში, აზერბაიჯანი კი, 45-ში

სსფ – ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო ტემპით, საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ახლანდელ დონეს 18 წელიწადში მიაღწევს, სომხეთი 23-ში, აზერბაიჯანი კი, 45-ში

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, 18 წელიწადში მიაღწიოს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური განვითარების დღევანდელ დონეს, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ანგარიშიდან „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“.

დოკუმენტის აღნიშნულია, რომ 2017 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 086 აშშ დოლარია. 2020-2023 წლებში ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი საშუალო ზრდა 5.8 პროცენტი იქნება. შესაბამისად, ამ ზრდის გათვალისწინებით, 18 წლის შემდეგ საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 965 დოლარს გადააჭარბებს. ეს კი, საშუალო მაჩვენებელია, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის შემდეგ ქვეყნებს აერთიანებს: ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, კოსოვო, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი, ხორვატია და მონტენეგრო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ზრდის დაგეგმილი ტემპით ევროპულ დონეს ყაზახეთი 7 წელიწადში მიაღწევს, თურქმენეთი  -10 წელიწადში, სომხეთი – 23 წელიწადში, აზერბაიჯანი  – 45 წელიწადში.

Share