Home » ბიზნესი » “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალი და დაცულია”
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალი და დაცულია"

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალი და დაცულია”

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, ქვეყანაში დოვლათის შექმნის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული არასტაბილურობის და რყევების მიუხედავად საქართველო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო, ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, რეგიონში ლიდერობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Share