Home » ბიზნესი » SPAR-ი წელს საახალწლო დეკორაციას არ შეიძენს და ამ თანხით გადაუდებელი მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარება
SPAR-ი წელს საახალწლო დეკორაციას არ შეიძენს და ამ თანხით გადაუდებელი მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარება

SPAR-ი წელს საახალწლო დეკორაციას არ შეიძენს და ამ თანხით გადაუდებელი მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარება

SPAR Georgia მიმდინარე წელს საახალწლო დეკორაციას არ შეიძენს და ამ თანხით იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ. ამის შესახებ SPAR Georgia-ს მმართველმა დირექტორმა, მირანდა მანჯგალაძემ ტვ პირველზე, გადაცემაში “საქმიანი დილა”, სტუმრობისას განაცხადა.

“ბოლო პერიოდში ძალიან ხშირი გახდა სოციალურ ქსელებში დახმარების თხოვნასთან დაკავშირებული პოსტები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხება. ამიტომ, მენეჯმენტში გაჟღერდა, რომ წელს არ შევიძინოთ საახალწლო დეკორაცია და ის თანხა, რომელიც ჩვენ უნდა დავხარჯოთ საახალწლო დეკორაციებში, გამოვიყენოთ ბავშვების დასახმარებლად. დავუკავშირდებითთ ფონდს და ვისაც ყველაზე ნაკლები ჩარიცხვა აქვს ან ვინც ყველაზე მეტად, გადაუდებლად საჭიროებს დახმარებას, იმ ბავშვებს დავეხმაროთ.

თუმცა, ჩვენ ამაზე არ გავჩერდით. გავხსენით საქველმოქმედო ანგარიში, რომელსაც “ბედნიერი 2020” ჰქვია. ყველაზე მეტად ბედნიერება ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს სჭირდებათ, ამიტომ დავიწყოთ მათი გაბედნიერება 2020-ში. საახალწლო დეკორაციები არცთუ ისე იაფი ჯდება. თანხის დასახელება არ არის პრობლემა, მაგრამ არ გვინდა ეს სხვა კომპანიების დამაბრკოლებელი იყოს, რადგან გამოწვევის, “ჩელენჯის” გაკეთებას ვაპირებთ ქართულ ბიზნესებში. თანხის მოცულობას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან რაც უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება და მეტი თანხა მობილიზებდა, იქნება უკეთესი”, –  განაცხადა მირანდა მანჯაგალძემ, SPAR Georgia-ს მმართველმა დირექტორმა.

 

სანდრო პირველი

Share