Home » მსოფლიო » სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა
სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა

სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა

სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 24 ოქტომბერს გაიმართა. პარტია „სომხური ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკ გრიგორიანი, ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატ როსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამ არუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი.

პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე უღელისგან გადაარჩინა და საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემა უნდა შეიქმნას.

1tv.ge

Share