Home » მსოფლიო » სომხეთის მთავრობამ “მცირე მთავრობის” კონცეფცია წარმოადგინა – სამინისტროების რაოდენობა 12-მდე შემცირდება
სომხეთის მთავრობამ "მცირე მთავრობის" კონცეფცია წარმოადგინა - სამინისტროების რაოდენობა 12-მდე შემცირდება

სომხეთის მთავრობამ “მცირე მთავრობის” კონცეფცია წარმოადგინა – სამინისტროების რაოდენობა 12-მდე შემცირდება

სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს კანონში “მთავრობის სტრუქტურის შესახებ”. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში მინისტრების რაოდენობა 17-დან 12-მდე უნდა შემცირდეს.

“მინისტრების რაოდენობის შემცირებაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ.  ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ მთავრობის მუშაობის ეფექტურობა. პირველ ეტაპზე, არავითრი საკადრო წმენდა არ იქნება, თუმცა სამომავლოდ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შემცირება მოსალოდნელია”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა.

ცვლილებების ძალაში შესვლისთვის მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა, დიდი ალბათობით, საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებებს წინააღმდეგობა არ შეხვდება. ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი”, რომელსაც სათავეში სომხეთის რევოლუციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ედგა, სომხეთის უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70,42% მიიღო.

სომხეთის მთავრობის გეგმაზე იუსტიციის მინისტრმა არტაკ ზაინალიანმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროების თანამშრომლები სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მცირე მთავრობის” კონცეფცია წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა.

Share