Home » მსოფლიო » სომეხ მინისტრებს და დეპუტატებს MacBook-ები სომხური ლეპტოპებით შეუცვალეს
სომეხ მინისტრებს და დეპუტატებს MacBook-ები სომხური ლეპტოპებით შეუცვალეს

სომეხ მინისტრებს და დეპუტატებს MacBook-ები სომხური ლეპტოპებით შეუცვალეს

სომხეთის მთავრობა სომხური წარმოების ეკო-კალების გამოყენებაზე გადადის, რომლებიც გადამუშავებული ქაღალდისგან დაამზადეს. მანამდე კი მინისტრთა კაბინეტმა და პარლამენტმა უარი თქვა MacBook-ებზე და ისინი სომხური ლეპტოპებით შეცვალეს. ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.

ორივე ინიციატივა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ეკუთვნის. მისი თქმით, საქმე ეხება არამხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას, არამედ ადგილობრივ წარმოებას.

“სომხური წარმოშობის კომპიუტერული ტექნიკა პარლამენტშიც უნდა დაიდგას. აუცილებლად უნდა მოხდეს ფინანსური მხარდაჭერა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც სომხური წარმოების კომპიუტერები იდგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოება განვითარდეს და უპირატესობა ადგილობრივ წარმოებას მიენიჭოს. ეს სასიამოვნოცაა და ხელსაყრელიც”, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

მწარმოებელმა კომპანიამ მთავრობას ტექნიკა უფასოდ გადასცა.

IMEDINEWS.GE

Share