Home » ახალი ამბები » სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება
სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება

სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება

სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელ დიღმის მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღეიდან დაიწყებს.

„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. სამუშაოები დღეს იწყება. ეს საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც ოთხ ეტაპადაა დაყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია შეხვედრა სოფელ დიღმის მოსახლეობასთან, სადაც მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ.

პროექტის დეტალებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით, პროექტი ოთხწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს.

„დღეს ვიწყებთ პროექტის პირველ ეტაპს, რომლის ღირებულება დაახლოებით, 3 მლნ ლარამდეა. მომდევნო  წლის განმავლობაში, პროექტი მთლიანად განხორციელდება“ – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა და აღნიშნა, რომ  ჯამში, დაახლოებით, 16 კილომეტრამდე ქსელი მოეწყობა.

Share