Home » ახალი ამბები » სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კიდევ ერთი ვიდეომასალა გავრცელდა

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კიდევ ერთი ვიდეომასალა გავრცელდა

სოციალურ ქსელში რესტორან SULUGUNI-ში მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ფოტოები ვრცელდება.

მომხმარებლების განცხადებით, ფოტოზე ის მაგიდაა ასახული, საიდანაც მიხეილ სააკაშვილის აიყვანეს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში „სულგუნი“ დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ არ დაუკავებიათ.განცხადება ამის შესახებ უწყების პრესმდივნმა გააკეთა.

ქვეყნის მთავარ პროკურატურაში, ასევე საემიგრაციო სამსახურშიც აცხადებენ, რომ სააკაშვილის დაკავებასთან მათ საერთო არაფერი აქვთ.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან „სულგუნთან“ დააკვეს.

მიხეილ სააკაშვილის დღეს, კიევის დროით დაახლოებით 15:00 საათზე აიყვანეს.

მედიის ინფორმაციით სპეცრაზმელებს, რომლებმაც საააკაშვილი დააკავეს,  უკრაინის სასაზღვრო სამსახურის იუნიფორმა ეცვათ.

როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული,  ეს არის თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალა.

Share