Home » ახალი ამბები » სმარტფონი და მედიაპადი ერთ მოწყობილობაში – HUAWEI-მ MWC 2019-ზე დასაკეცი სმარტფონი Mate X წარადგინა
სმარტფონი და მედიაპადი ერთ მოწყობილობაში - HUAWEI-მ MWC 2019-ზე დასაკეცი სმარტფონი Mate X წარადგინა

სმარტფონი და მედიაპადი ერთ მოწყობილობაში – HUAWEI-მ MWC 2019-ზე დასაკეცი სმარტფონი Mate X წარადგინა

24 თებერვალს, ბარსელონაში გამართულ მსოფლიო მობილურ კონგრესზე, HUAWEI-მ მომხმარებლებს მომავლის ტექნოლოგიები შესთავაზა. განახლებულ მეითბუქებთან ერთად კომპანიამ მსოფლიოში პირველი 5G მოდემი და დასაკეცი სმარტფონი წარადგინა. დასაკეც სმარტფონს HUAWEI Mate X-ს აქვს 5G მხარდაჭერა და თავის თავში აერთიანებს ორ მოწყობილობას, სმარტფონს და მედიაპადს.

გაჯეტი მოწვეულ საზოგადოებას კომპანიის აღმასრულებელმადირექტორმა რიჩარდ იუმ წარუდგინა და მის  შესაძლებლობებზეც ისაუბრა. „დღეს მრავალმხრივ განვითარებულ სამყაროში, მომხმარებლები თანდათან უფრო და უფრო მეტ სიახლეს ეძებენ, ამ ახალი შეთავაზებებით HUAWEI ზრუნავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე და სთავაზობს მსოფლიოში წამყვან, ყოველმხრივ განვითარებულ, აქამდე არარსებულ   გამოცდილებას 5G-ისთან ერთად“

HUAWEI Mate X  აერთიანებს 5G-ის, დასაკეცეკრანს, ხელოვნურ ინტელექტსა და  სრულიად ახალ ინტერფეისს. კომპანია მომხმარებლებს უპრეცედენტო ტექნოლოგიებს სთავაზობს და ფაქტობრივად, იწყებს ახალ ერას სმარტფონების ინდუსტრიაში. HUAWEI Mate X უფრომეტია ვიდრე სმარტფონი ან მედიაპადი, რადგან ის თავის თავში ამ ორივე მოწყობილობას აერთიანებს, გრდა ამისა ის აღჭურვილია   უფრო მეტად მოქნილი OLED დასაკეცი, ფართო ხედვის  ეკრანით, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი 5G ჩიპსეტით Balong 5000-ით.

HUAWEI Mate X არის იდეალური მობილური მოწყობილობა, რადგან ის არის მრავალფუქნციური და ზუსტად შეესაბამება მომხმარებლის დღევანდელ მოთხოვნებს-  იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით მინიმალურ დროში და მიიღოს მაქსიმალური კომფორტი ხელმისაწვდომ ფასად.   HUAWEI Mate X-ის მრავალფუნქციურობის წყალობით მომხმარებელს შეუძლია იმუშაოს ორ ეკრანზე, ორი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად.

HUAWEI -ს ფლაგმანურ სმარტფონები ყოველთვის აღჭურვილია ძლიერი კამერებით და გამონაკლისი არც ახალი პროდუქტია.  დასაკეცი დიზაინის წყალობით, კამერის სისტემა ერთდროულად თამაშობს როგორც წინა, ისე უკანა კამერის როლს – ეს კი ნამდვილად რევოლუციური სიახლეა სმარტფონების ფოტოგრაფიაში. HUAWEI Mate X-ის   4,500mAh-იანი ელემენტი, უსწრაფესი დამუხტვის ტექნოლოგიით,  მომხმარებლებს  სმარტფონის ხანგრძლივ მანძილზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.

HUAWEI-ს წამყავნი როლი აქვს ჩიპსეტების, ტექნოლოგიური მოწყობილობების  და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, თუმცა კომპანიის ახალი გამოწვევაა იყოს წამყვანი 5G-ის სამყაროში. იმ ფაქტით თუ ვიმსჯელებთ, რომ HUAWEI Mate X  აღჭურვილია პირველი 7 ნანომეტრიანი,  5G ჩიპსეტით, Balong 5000-ით კომპანიის სრულიად ინოვაციური მოწყობილობა შესაძლოა გახდეს მთავარი საზომი, სხვა კომპანიებისთვის, მომავალი 5G სმარტფონების წარმოებაში.

Mate X-ის ფასი 2600 დოლარიდან დაიწყება და გაყიდვაში 2019 წლის შუა პერიოდიდან გამოჩნდება. პირველ ეტაპზე კომპანია შეზღუდული რაოდენობის სმარტფონების გამოშვებას გეგმავს.

მნიშვნელოვანია, რომ ბარსელონაში, MWC 2019-ზე ტექნოლოგიური გიგანტების მიერ  ინოვაციური პროდუქტების პრეზენტაცია 24 თებერვალს დაიწყო და  28 თებერვლამდე გაგრძელდება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Share