Home » მსოფლიო » „სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია აშშ-ის პრობლემა არაა და დროა, სახლში წავიდეთ“
„სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია აშშ-ის პრობლემა არაა და დროა, სახლში წავიდეთ“

„სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია აშშ-ის პრობლემა არაა და დროა, სახლში წავიდეთ“

სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არაა და დროა, სახლში წავიდეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ეს ჩვენი საზღვარი არაა. აშშ წესრიგის დამცველი აგენტი არ არის და დროა, სახლში წავიდეთ. ჩვენ აქ არ უნდა ვიხოცებოდეთ,“- აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ქურთები „ანგელოზები არ არიან“ და შესაძლოა „ქურთების მუშათა პარტია“ ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო.“

„შესაძლოა, „ქურთების მუშათა პარტია“ უარესი ტერორისტია და ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო.ჩვენი ჯარისკაცები სირიას ტოვებენ, მათ საფრთხე აღარ ემუქრება. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობთ, თურქეთი სწორ გზაზე დავაყენოთ, ვინაიდან ნებისმიერი ომის შეჩერება გვსურს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ აშშ-მ თურქეთს სირიაში ოპერაციის განსახორციელებლად „მწვანე შუქი“ აუნთო. დონალდ ტრამპის თქმით, მან თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრის შემდეგ „ძალიან ძლიერი წერილი გაუგზავნა“.

ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

Share