Home » ბიზნესი » „სილქნეტი“ ტარიფებს აიაფებს და აბონენტებს ახალ პაკეტებს სთავაზობს
„სილქნეტი“ ტარიფებს აიაფებს და აბონენტებს ახალ პაკეტებს სთავაზობს

„სილქნეტი“ ტარიფებს აიაფებს და აბონენტებს ახალ პაკეტებს სთავაზობს

20 მაისიდან კომპანია „სილქნეტი“ აბონენტებს გაიაფებულ ტარიფებს და მომსახურების განახლებულ პაკეტებს შესთავაზებს. საგულისხმოა, რომ კომპანია ახალ პაკეტებთან ერთად, ინარჩუნებს მომსახურების ძველ პირობებსაც. განახლებული პირობებით აბონენტები მობილურ ინტერნეტს 15 %-ით უფრო იაფად შეიძენენ.

ამასთან კომპანიამ ძალაში დატოვა ის პაკეტები, რომელიც ყველაზე უფრო იაფი და ხელმისაწვდომია, მათ შორის, მობილური ინტერნეტ პაკეტი 500 მბ – 3 ლარად და პაკეტი „მეტი S” – 5 ლარად. გაზრდილია თითოეულ პაკეტში  ინტერნეტის მოცულობა და მობილურ ინტერნეტზე შემოდის ახალი პროდუქტი „დღიური“ შეთავაზება – „ულიმიტო დღიური“.

დეტალური ინფორმაცია სიახლეების შესახებ:
ახალი პაკეტები: 750მბ-4 ლარი,  1.5 გბ-6 ლარი, 3გბ-9 ლარი, 5გბ-12 ლარი, 8გბ-15 ლარი, 20გბ-30 ლარი, 2გბ დღიური-1,5 ლარი, „ულიმიტო დღიური“- 5 ლარი. ახალი შეთავაზებით, ჩვენი აბონენტები ინტერნეტს მინიმუმ 15% -ით იაფად შეიძენენ.

ახალ პაკეტებთან ერთად, ძალაში რჩება 3 ლარიანი ინტერნეტ პაკეტი-500მბ.

შენარჩუნდება მოქმედი პაკეტი „მეტი S“, რომელსაც კვლავ 5 ლარად მიიღებენ ჩვენი აბონენტები. ამასთან, შემოგვაქვს ახალი გაუმჯობესებული პაკეტი „მეტი S+“ – ღირებულება 8 ლარი.  „მეტი S+“-ის აბონენტები – დამატებით 30 წუთის სასაუბრო დროს, 200 მბ ინტერნეტით და 900  სმს-ით მეტ მომსახურებას მიიღებენ.

ძალაში რჩება პაკეტი „მეტი M”-ის ღირებულება, ტარიფის უცვლელად კი ჩვენი მომხმარებელი მეტ ინტერნეტ მომსახურებას და უსასრულო სმს-ებს მიიღებს:
• უსასრულო წუთებს შიდა ქსელზე;
• 700 მბ ინტერნეტ მოცულობას (ნაცვლად 300 მბ);
• უსასრულო სმს მომსახურებას (ნაცვლად 1000 სმს);
ძალაში რჩება, ჯეოსელის პაკეტი „მეტი უსასრულო“ – 25 ლარი.
ფიქსირებულ ქსელში (ოპტიკა) კომპანია რეგიონებში  ორმაგი შეთავაზების  პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს. 20 მაისიდან 8 ქალაქის აქციას ჩაანაცვლებს ახალი აქცია, რომელიც ინტერნეტ და ტვ მომსახურებას ერთად მოიცავს. 29 ლარად მომხმარებელი მიიღებს:

• 20 მბ/წმ ოპტიკურ ინტერნეტს
• სილქ ტვ-ის  166 არხს (ნაცვლად 128 არხისა)
• დამატებითი გადასახდელის გარეშე, 2 თვით  თემატურ პაკეტს: „კინო“ და „სპორტი“
თბილისსა და რეგიონში ოპტიკური ინტერნეტი იაფდება და  20 მბ/წმ ფიქსირებულ ინტერნეტს, 35 ლარის ნაცვლად  აბონენტები 30 ლარად შეიძენენ.
20 ივნისიდან  გაუქმდება პაკეტი  „სტარტი“ 10მბ/წმ.
კომპანია „სილქნეტის“ მიზანია, რომ ჩვენს მომხმარებელს მუდმივად განახლებული პაკეტები, გაუმჯობესებული პირობები და საუკეთესო ტარიფები შევთავაზოთ.
განახლებულ პირობებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
Share