Home » ბიზნესი » სილქნეტი საზოგადოებას სახეცვლილ ბრენდს წარუდგენს
სილქნეტი საზოგადოებას სახეცვლილ ბრენდს წარუდგენს

სილქნეტი საზოგადოებას სახეცვლილ ბრენდს წარუდგენს

სილქნეტისა და ჯეოსელის გაერთიანება სახეცვლილ ბრენდს წარუდგენს საზოგადოებას. სილქნეტი გაერთიანებული კომპანიის მთავარი ბრენდია, ჯეოსელი კი უცვლელი სახელით მის მობილურ მიმართულებას წარმოადგენს.

ჯეოსელის სახელი უცვლელი რჩება, იცვლება მისი ლოგო და იქნება სილქნეტის, როგორც მთავარი ბრენდის მობილური მომსახურების მიმართულება.

„ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ ჯეოსელის ბრენდის მიმართ არსებული საყოველთაო ემოციური ბმის საფუძველზე მიიღო. ამ გადაწყვეტილებას რებრენდინგის კუთხით ჩატარებული კვლევების შედეგებიც ამყარებს”, – განმარტავენ კომპანიაში.

სულ მალე შეიცვლება თბილისისა და რეგიონების ყველა მაღაზიისა და მომსახურების ოფისის გარეთა ფასადი და ინტერიერი.
შეგახსენებთ, რომ სილქნეტმა ჯეოსელი თელიასონერასგან 153 მლნ დოლარად შეიძინა.

Share