Home » ფინანსები » სილქ როუდი სესხებს ვერ გასცემს
სილქ როუდი სესხებს ვერ გასცემს

სილქ როუდი სესხებს ვერ გასცემს

სილქ როუდ ბანკი თებერვალს მცირედი ზარალით ასრულებს, 128 706 ლარით.

ბანკი მესამე თვეა პასიურია. სესხები არ გაიცემა, მათ შორის არც საკრედიტო ბარათები. იანვრამდე, რეგულაციების სრულად ამოქმედებამდე სწრაფი სესხები გაიცემოდა. შეთავაზებაში იყო საკრედიტო ბარათიც.

1 მარტისთვის 18.7 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელი აქვს და 14 მლნ-ის დეპოზიტები. ბანკი სააქციო კაპიტალი 55.3 მლნ ლარია.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, ირაკლი მანაგაძე (წარსულში სებ-ის პრეზიდენტი). გენერალურ დირექტორად ჯერჯერობით კვლავ ალექსანდრე ძნელაძე რჩება, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

GBC.GE

Share