Home » ეკონომიკა » სილქ როუდ ჯგუფი საქართველოში გრაფენის ბატარეების საწარმოს დაარსებას გეგმავს
სილქ როუდ ჯგუფი საქართველოში გრაფენის ბატარეების საწარმოს დაარსებას გეგმავს

სილქ როუდ ჯგუფი საქართველოში გრაფენის ბატარეების საწარმოს დაარსებას გეგმავს

სილქ როუდ ჯგუფს, Silk Teck Group-ს და საპარტნიორო ფონდს და მეორეს მხრივ, კომპანიის Phi4 Incorporated შორის, მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გრაფენის ბატარეების და გრაფენის ენერგიის საცავი ტექნოლოგიების საწარმოო და/ან საოპერაციო ცენტრის დაფუძნების პრინციპებს.

მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ ინტერესებშია აღნიშნული პროექტის განვითარება მოხდეს უახლოეს დროში. კომპანია Phi4 Incorporated ჩართულია გრაფენის ბატარეების და გრაფენის ენერგიის საცავების სექტორში ახალი ტექნოლოგიების აღმოჩენაში, განვითარებაში და საწარმოო სიმძლავრეების მოწყობაში, მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა მაღალტექნოლოგიური ენერგეტკის განვითარების მიზნით.

Phi4 გრაფენის ბატარეების პირველი საწარმო დაარსებულია ესპანეთში. კომპანიის მორიგი საწარმოს მშენებლობა განიხილება საქართველოში ქვეყნის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, განავითაროს ეკოლოგიურად სუფთა მაღალტექნოლოგიური და მდგრადი საწარმოო სისტემები.

გრაფენი არის ეკოლოგიურად სუფთა უაღრესად მსუბუქი, ქიმიურად ინერტული და მდგრადი ელექტრო – და თბოენერგიის მძლავრი გამტარი. გრაფენის დამატება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბატარეების ელექტროდების მასალებს – მატებს გამძლეობას, მნიშვნელოვნად უზრდის ელექტროტევადობას და აკლებს მასას.

გრაფენის სუპერკონდენსატორებს შეუძლია განუზომლად დიდი მოცულობის ენერგიის შენახვა, ამდენად, ბატარეების ბაზარზე რევოლუციის გარდა, გრაფენის ბატარეების და კონდენსატორების კომბინაცია იძლევა გასაოცარ შედეგებს, მაგალითად, მნიშვნელოვნად ზრდის ელექტროავტომობილების გარბენს და სიმძლავრეს. სილქ როუდ ჯგუფი იქნება Phi4-ს პარტნიორი კომპანია საქართველოში.

პროექტში ფინანსურ მონაწილეობას მიიღებს საპარტნიორო ფონდი, რომელმაც სილქ როუდ ჯგუფთან უკვე განავითარა ერთობლივი პროექტი წინანდალში სასტუმრო რადისონ ქოლექშნ-ის სახით.

Share