Home » ახალი ამბები » სილიკონ ველის უმსხვილესმა ვენჩურულმა ინვესტორმა ბილ ტაიმ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მასტერკლასი გამართა
სილიკონ ველის უმსხვილესმა ვენჩურულმა ინვესტორმა ბილ ტაიმ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მასტერკლასი გამართა

სილიკონ ველის უმსხვილესმა ვენჩურულმა ინვესტორმა ბილ ტაიმ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მასტერკლასი გამართა

სილიკონ ველის უმსხვილესმა ვენჩურულმა ინვესტორმა ბილ ტაიმ დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესიტეტში მასტერკლასი გამართა, რომელზეც კომპანია Bitfury-სა და “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე კომპანიამ Bitfury უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის კრიპტოვალუტის მაინინგის მოწყობილობა გადასცა.

მასტერკლასზე, რომელიც ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხებოდა, ბილ ტაიმ აუდიტორიას თავისი გამოცდილება, მსოფლიოში არსებული მიღწევები და ბლოკჩეინის ტექნოლოგია გააცნო. ასევე გაუზიარა თავისი შეხედულებები კრიპტოვალუტის გამომუშავების მომავალთან დაკავშირებით.

“ჩემი პრეზენტაციის დღევანდელი მიზანი იყო ადიტორიისთვის ტექნოლოგიების ისტორიის გაცნობა და განმარტების გაკეთება, თუ რატომ არის შესაძლებელი ტექნოლოგიური კომპანიების მსოფლიოს ყველა კუთხეში შექმნა. მიმაჩნია, რომ საქართველო კრიპტოვალუტის მიმართულებით ამ პროცესებში უკვე ჩაერთო და აქ არის მსოფლიოში მაინინგის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Bitfury, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ქართველია,”- განაცხადა მან.

სილინკონ ველის უმსხვილესი ინვესტორის, ბილ ტაის მიერ გამართული მასტერკლასი პოზიტიურად შეაფასა ”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბილ ტაი 100-ზე მეტი წარმატებული კომპანიის დამფუძნებელია და მისი გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.

“ბილ ტაი Bitfury-ს დირექტორთა საბჭოს წევრია და მასთან თანამშრომლობა გულისხმობს ერთიანი სასწავლო გეგმის შემუშავებას, ტექნოლოგიური ლაბორატორიების გახსნას და ჩვენი სტუდენტების იმ საკითხებში ინფორმირებას, რომელიც მომავალში მათი დასაქმებისთვის მნიშველოვანია,”-აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

სილიკონ ველის უმსხვილესი ვენჩურული ინვესტორი, რომელმაც დღეს “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში” მასტერკლასი გამართა, Bitfury-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, ინვესტორი TweetDeck/Twitter-ში, Scribd-ში, Tango-ში, Glyde-ში, Zoom.us-სა და Charles River Ventures-შია. ასევე ის ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი და კომპანიების: Lulu, Voxer, Glyde, Posse-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.

Share