Home » ფინანსები » სიგარეტის აქციზი სებ-ს ინფლაციურ მოლოდინებს უცვლის
სიგარეტის აქციზი სებ-ს ინფლაციურ მოლოდინებს უცვლის

სიგარეტის აქციზი სებ-ს ინფლაციურ მოლოდინებს უცვლის

სიგარეტზე გაზრდილი გადასახადი ინფლაციაზე როგორ და რა პერიოდით აისახება, გადაიწევს თუ არა მიზნობრივთან მიახლოების თარიღი და პროგნოზირებულზე უფრო მეტად გადაიხრება თუ არა, სებ-ი ახალ პროგნოზს 7 თებერვლისთვის გვპირდება.

დაუზუსტებელი პროგნოზით კი, სებ-ის ინფორმაციით, სიგარეტზე გაზრდილი ბეგარა ინფლაციას, მოკლევადიან პერიოდში 0.8%-მდე გაზრდის, თუმცა მისი ეფექტი ერთი წლის შემდეგ ამოიწურება.

ბოლო პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს უნდა აცდეს.

ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორებიდან ( მოლოდინები, ინერცია, ერთობლივი მოთხოვნა, მწარმოებლის შუალედური ხარჯები, იმპორტირებული ინფლაცია, სხვა ფაქტორები),  სებ-ის გრაფიკული პროგნოზით სხვა ფაქტორების ლუფტი იზრდება, რაც გლობალურ ბაზარზე სასაქონლო ჯგუფების ტრენდს მოიაზრებს. მწარმოებელთა ხარჯების ზრდა შენელდება. ინფლაციის ზრდაში ამ ეტაპზე მოლოდინები არ  მონაწილეობს, რომელიც სიგარეტის ადვალური გადასახადი გასამმაგებამ გააჩინა.

გრაფიკული ტრენდით  „სხვა ფაქტორების“ ყველაზე   მაღალი სვეტი Q1/2019-ში მოიაზრება და H1/2017 -ში აღინიშნა, რაც სწორედა აქციზის მატებამ განაპირობა და როგორც სებ-ი გვპირდებოდა, მალევე (9 თვეში) მიილია.

სებ-ის განმარტებით, ინფლაციის თარგეთი, მიზნობრივთან დაახლოება საშუალოვადიან პერიოდში, სტაბილური ფასები შენარჩუნებას და ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობის  ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.

Share