Home » მსოფლიო » სიცილიაზე 1 ევროდ სახლების გაყიდვა დაიწყო
სიცილიაზე 1 ევროდ სახლების გაყიდვა დაიწყო

სიცილიაზე 1 ევროდ სახლების გაყიდვა დაიწყო

კუნძულ სიცილიაზე, ბივონის თემის ხელისუფლებამ უძრავი ქონების გაყიდვის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში სახლის შეძენა 1 ევროდ შეიძლება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.

გასაყიდად გამოტანილი ობიექტების ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, სხვები კი მინიმალურ რემონტს საჭიროებს. პროგრამის მიზანია ქალაქის მოსახლეობის რიცხვის გაზრდა, ვინაიდან ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი განუხრელად მცირდება. 40 წლის წინ ბივონაში 8 ათასი ადამიანი, ახლა კი მხოლოდ 3,8 ათასი ცხოვრობს.

უძრავი ქონების ყიდვის მსურველმა 2750 ევროს ოდენობის გირაო უნდა გადაიხადოს, რომელიც სახლის რემონტს ან რესტავრაციას უნდა მოხმარდეს. სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მსურველებს 4 წელს აძლევს. ამასთან ერთად, მყიდველს სახლში მუდმივად ცხოვრების ვალდებულება არ ექნება – უძრავი ქონება შესაძლოა რესტორნად ან მაღაზიად გადაკეთდეს.

imedinews.ge

Share