Home » მსოფლიო » სიახლეების თვალიერებისას ფეისბუქის აპლიკაცია გვითვალთვალებს – კომპანია ხარვეზს აღიარებს
სიახლეების თვალიერებისას ფეისბუქის აპლიკაცია გვითვალთვალებს - კომპანია ხარვეზს აღიარებს

სიახლეების თვალიერებისას ფეისბუქის აპლიკაცია გვითვალთვალებს – კომპანია ხარვეზს აღიარებს

სიახლეების ზოლის თვალიერებისას, ფეისბუქის აპლიკაცია ტელეფონის კამერას მალულად რთავს — კომპანია ხარვეზს აღიარებს

ფეისბუქის აპლიკაცია აიფონის კამერის საშუალებით მალულად იწერს მაშინ, როცა მომხმარებლები სიახლეების ზოლს ათვალიერებენ.

ეფლის კომპიუტერებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ არსებობს ინდიკატორი, რომელი აპლიკაციის კამერასთან წვდომის შესახებ გაცნობებთ; შესაბამისად, აპლიკაცია ამას მალულად აკეთებს.

ფეისბუქის განცხადებით, ეს უცნაური ქცევა გამოწვეულია ხარვეზით, რომელიც შემთხვევით გაიპარა კოდში და არ არსებობს ფოტოებისა და ვიდეოების სერვერებზე გაგზავნის საშიშროება. კომპანიის განცხადებით, ეფლის მომხმარებლებისთვის უკვე გაშვებულია განახლება, რომელიც ამ ხარვეზს აღმოფხვრის.

განახლების მოსვლამდე კი, უსაფრთხოების ამ პოტენციური საფრთხისგან თავდაცვა მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა, ხელსაწყოებიდან ფეისბუკის აპლიკაციას კამერასთან წვდომა გაუთიშოთ.

ხარვეზის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როცა მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ დროგამოშვებით, აპლიკაციის სიახლეების მთლიანი ზოლი მარჯვნივ იწეოდა, მთავარი აპლიკაციის ქვეშ კი ჩანდა განსხვავებული ეკრანი, რომელზეც ტელეფონის მთავარი კამერის მიერ გადაღებული ვიდეო გადიოდა.

ფეისბუქის განცხადებით, ეს ხარვეზი სხვა ხარვეზის გამოსწორების მცდელობისას გაიპარა.

„ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ ფეისბუქის iOS აპლიკაციის ვერსია 244-ში შეცდომით ირთვებოდა ლანდშაფტური რეჟიმი. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, 8 ნოემბერს გამოვიდა ვერსია 246, რომელშიც შემთხვევით გაგვეპარა სხვა ხარვეზი — როცა მომხმარებელი ფოტოს აწვებოდა, სიახლეების ზოლში დამატებით ჩნდებოდა ეკრანი, რომელზეც კამერის მიერ მიწოდებული გამოსახულება გადიოდა. ამ ხარვეზის გამო ფოტოების ან ვიდეოების ატვირთვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. აღმოსაფხვრელი განახლება ეფლისთვის დღეს გავუშვით“, — აცხადებს ფეისბუქის პრესსპიკერი.

ფეისბუქის ვიცე-პრეზიდენტი გაი როსენი ტვიტერზე წერს, რომ კამერის მიერ გადაღებული კონტენტი აპლიკაციას არც შეუნახავს და არც ფეისბუქისთვის გაუგზავნია.

წყარო: 1tv.ge

ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი

Share