Home » მსოფლიო » შვეიცარიაში მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ-ბანკი იხსნება
შვეიცარიაში მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ-ბანკი იხსნება

შვეიცარიაში მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ-ბანკი იხსნება

დღეს დილით, აზიური სავაჭრო სესიის დროს, ციფრული ვალუტების კურსი გაიზარდა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ძალიან მალე მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტების საინვესტიციო ბანკი გაიხსნება, რომელიც სრულად დაეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიას.

BItfinex-ის ბირჟაზე 1 ბითკოინის ფასი ამჟამად 6.644 აშშ დოლარს აღწევს, რაც ბოლო 24 საათში 1%-იან ზრდას ნიშნავს.  2,4%-ით გაძვირდა რიგით მეორე უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა ეთერიუმი და მისმა ღირებულებამ ამავე ბირჟაზე 226 აშშ დოლარს მიაღწია.

გაზეთ The South China Morning Post-ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგური საინვესტიციო კომპანია Summer Capital აპირებს დააფინანსოს შვეიცარიული სტარტაპი SEBA Crypto AG, რომელიც მსოფლიოს პირველი ბლოკჩეინ ბანკი იქნება.

ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი კრიპტოვალუტების მიმართ მოსახლეობის სანდოობას გაზრდის და კრიპტოვალუტას მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს აქტივად გადააქცევს.

SEBA შვეიცარიის რეგულატორის ლიცენზიას მომდევნო წლის მეორე კვარტალში მოიპოვებს. ინვესტიციის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ SEBA Crypto AG მომხმარებლებს სრულფასოვან საბანკო მომსახურებას შესთავაზებს.

AGORA.GE

Share