Home » საზოგადოება » შსს-ში მომუშავეების ნაწილი ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებს
შსს-ში მომუშავეების ნაწილი ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებს

შსს-ში მომუშავეების ნაწილი ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებს

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, შს სტრუქტურაში მომუშავე პირების ნაწილი ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი შეღავათიანი პირობებით ბინის მიღების შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს „გამორჩეულ, პროფესიონალ და საკუთარი საქმისადმი ერთგულ მოსამსახურეებს“ ექნებათ. მათივე განმარტებით, ასეთი პირების შესარჩევად შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა.

„შეირჩევიან სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე გამორჩეული, პროფესიონალი, საკუთარი საქმისადმი ერთგული მოსამსახურეები. კანდიდატთა შერჩევის შემდგომ დოლურის პრინციპით, მოხდება ამ კანდიდატებიდან გამარჯვებულების გამოვლენა, რომელთაც მიეცემათ ბინების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობა. ეს მიდგომა მაქსიმალურად გამორიცხავს შერჩევის პროცესში სუბიექტური მიდგომის ფაქტებს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ბინების საფასურის გადახდას, შსს-ს ინფორმაციით, თანხის 40%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, დარჩენილ 60%-ს კი თავად ბენეფიციარი ან საკუთარი სახსრებით დაფარავს ან შეღავათიან იპოთეკურ სესხს მიიღებს.

Share