Home » ახალი ამბები » შსს-სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს 2019 წელს ხელფასი გაეზრდებათ
შსს-სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს 2019 წელს ხელფასი გაეზრდებათ

შსს-სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს 2019 წელს ხელფასი გაეზრდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს 2019 წლიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, თითქმის 14 ათას მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

„2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს. ეს არის დაახლოებით 2 900 მოსამსახურე. პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე დაგეგმილია ხელფასის მომატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.

მამუკა ბახტაძემ დღესვე განაცხადა, რომ 2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.

Share