Home » საზოგადოება » შსს-მ შარშან მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა
შსს-მ შარშან მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა

შსს-მ შარშან მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შარშან 1 192 293 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა, მათ შორის ყველაზე მეტი დარღვევა მესამე კვარტალზე (ივლისი-სექტემბერი) მოდის.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში 200 ათასი ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა, მეორეში – 245 ათასი, მესამეში – 476 ათასი, მეოთხეში კი 269 ათასი.

ვიდეოჯარიმების ჯამურმა თანხამ 42 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამასთან, მძღოლების ნაწილმა (411 421 ქვითარი) ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადა. შესაბამისად, მათზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება გავრცელდა. შეღავათით გადახდილი ვიდეოჯარიმების თანხამ 11.8 მილიონი ლარი შეადგინა.

შედარებისთვის, 2017 წელს შსს-მ დაახლოებით 400 ათასი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა, რომელთა თანხამ ჯამში 14.7 მილიონი ლარი შეადგინა.

1tv.ge

Share