Home » ახალი ამბები » შრალი ხიდის,ზაარბრიუკენის ხიდის, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
შრალი ხიდის,ზაარბრიუკენის ხიდის, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

შრალი ხიდის,ზაარბრიუკენის ხიდის, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა.

რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეები. დედაენის ბაღის ტერიტორიიდან იუსტიციის სახლამდე ჯებირები მოიხსნება და ადამიანებს საშუალება ექნებათ მტკვართან ახლოს მივიდნენ.

აღნიშნული არეალი პირდაპირ დაუკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია.

სამუშაოები პროექტ „ახალი თბილისის” ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას ისახავს. ასევე, რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

Share