Home » ახალი ამბები » შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრების პარასკევს ოთხ საათამდე მუშაობის ინიციატივით გამოვიდა
შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრების პარასკევს ოთხ საათამდე მუშაობის ინიციატივით გამოვიდა

შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრების პარასკევს ოთხ საათამდე მუშაობის ინიციატივით გამოვიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, შოთა შალელაშვილი პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, პარასკევს პარლამენტარებს მოკლე სამუშაო დღე დაუწესდეთ.

„პარასკევს თუ შეიძლება, რომ ოთხ საათამდე იყოს სამუშაო დღე. თუ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა პარასკევ დღეს, რომ დავთქვათ ოთხ საათამდე. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება“, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

მას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს გაჭირდება.

„გაგვიჭირდება ალბათ, იმდენად დატვირთული გვაქვს გრაფიკი, ცხრა საათზეც გვიჭირს მუშაობის დასრულება. მით უმეტეს, პარასკევს არის ინტერპელაციები და მთავრობის მოსმენები საკმაოდ ხშირად. ამიტომ, შეიძლება გაგვიჭირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Share