Home » ეკონომიკა » შოთა გულბანი: მონეტარული პოლიტიკის დაუსრულებელ გამკაცრებას ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები ექნება

შოთა გულბანი: მონეტარული პოლიტიკის დაუსრულებელ გამკაცრებას ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები ექნება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, სანამ ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდება. მისი თქმით რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.

„არამგონია მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს. ინფლაციური მოლოდინების დროს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მაშინ აქვს ეფექტი, როცა დოლარიზაციის კოეფიციენტი გაქვს დაბალი. ჩვენთან მიმდინარე ეტაპზე სესხების დოლარიზაცია 57 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი გვაქვ სუსტი და ეროვნული ბანკი თავის უმთავრეს ინსტრუმენტს, რეფინანსირების განაკვეთს ეფექტურად ევრ გამოიყენებს და შედეგებს მოგვცემს კონტრპროდუქტიულს. ისეთებს როგორიცაა შეფერხებული ეკონომიკური ზრდა და გაძვირებული სესხები. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი საუკეთესო გზა ლარის მიმართ ნდობის განმტკიცებაა მოსახლეობაში, რაც გრძელვადიანი პერიოდის მიზანია და რათქმაუნდა დოლარიზაციის კოეფიციენტის ეტაპობრივი შემცირება, რაც ეკონომიკის გაჯანსაღების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს“ – აცხადებს შოთა გულბანი.

Share