Home » საზოგადოება » შოთა გულბანი: ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სოციალური კამპანია, რომელიც მთავრობას არჩევნების წაგების შიშმა გააკეთებინა
შოთა გულბანი: ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სოციალური კამპანია, რომელიც მთავრობას არჩევნების წაგების შიშმა გააკეთებინა

შოთა გულბანი: ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სოციალური კამპანია, რომელიც მთავრობას არჩევნების წაგების შიშმა გააკეთებინა

მთავრობის ინიციატივაზე 600 ათასი პრობლემური სესხის განულებასთან დაკავშირებით კომენტარი “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტს, შოთა გულბანს ვთხოვეთ:

“სამწუხაროა, რომ მთავრობას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც კერდიტ-ინფოს ნეგატიურ ბაზაშია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდა. საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ გაპრობლემებული სესხების რაოდენობა საგანგაშოდ დიდი იყო, თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არცერთი  მთავრობის დროს არ გადადგმულა. არც ის გარემოება მხიბლავს, რომ მთავრობა ებრძვის ჭარბვალიანობას და არა მის გამომწვევ მიზეზებს.

მივესალმები მთავრობის ამ ინიციატივას, ვინაიდან ეს ყველა შემთხვევაში კერძო ფული უნდა იყოს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის სოციალური კამპანია, რომელიც მთავრობას არჩევნების წაგების შიშმა გააკეთებინა, თუმცა თავისი ეკონომიკური შინაარსით 600 ათასი ფიზიკური თუ იურიდიული პირის ეკონომიკურ საქმიანობაში ლეგალურად დაბრუნება მხოლოდ სასიკეთოა და დადებითად აისახება ეკონომიკურ პროცესებზე, ვინაიდან „შავ სიაში“ ყოფნა, მათ არ აძლევდა შესაძლებლობას რომელიმე საკრედიტო ინსტიტუტიდან სესხი აეღოთ, რაც ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორის წილს კიდევ უფრო ზრდიდა. ვფიქრობ ამის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ამ კატეგორიის ადამიანებს პროფესიული გადამზადების და დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობებს მისცემს”, – განაცხადა გულბანმა.

Share