Home » საზოგადოება » “შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს, რადგან სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე ორგანიზაცია ჩაერთო”
"შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს, რადგან სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე ორგანიზაცია ჩაერთო"

“შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს, რადგან სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე ორგანიზაცია ჩაერთო”

„სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

„ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. „შავი სიიდან“ ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

Share