Home » საზოგადოება » შენდება, თუ არა, საქართველოში „ორჯერ მეტი გზები და ხიდები“?
შენდება, თუ არა, საქართველოში „ორჯერ მეტი გზები და ხიდები“?

შენდება, თუ არა, საქართველოში „ორჯერ მეტი გზები და ხიდები“?

„განცხადება, სატრანსპორტო სფეროში ინფრასტრუქტურის “ორჯერ ზრდასთან” დაკავშირებით, საერთაშორისო ანგარიშებზე დაყრდნობით არ შეესაბამება სიმართლეს“, – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ შეფასება ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ორჯერ მეტი გზები და ხიდები შენდება, ვიდრე ეს ნაციონალური მოძრაობის დროს იყო“.

„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მაქსიმლურად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ, გვინდა გამოვეხმაუროდ პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, სატრანსპორტო სექტორში აღმავლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მის გამოსვლაში აღნიშნული იყო, რომ “ორჯერ მეტი გზები და ხიდები შენდება”“, – ნათქვამია არასამთავრობოს განცხადებაში, სადაც მოყვანია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის შედეგები.
შედეგები შემდეგია:

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საერთო ხარისხი (აერთიანებს, საავტომობილო გზებს, რკინიგზებს, ნავსადგურებს და აეროპორტებს):

2012 – 2013 წლები: 55-ე ადგილი
2013 – 2014 წლები: 58-ე ადგილი
2014 – 2015 წლები: 54-ე ადგილი
2015 – 2016 წლები: 61-ე ადგილი
2016 – 2017 წლები: 75-ე ადგილი
2017 – 2018 წლები: 76-ე ადგილი ( საქართველომ განიცადა 21 საფეხურით დაღმასვლა).

გამოვყოთ ცალკე საავტომობილო გზების მდგომარეობა:
2012 – 2013 წლები: 55-ე ადგილი
2013- 2014 წლები: მე-60-ე ადგილი
2014 – 2015 წლები: 65-ე ადგილი
2015-2016 წლები: 73-ე ადგილი
2016 – 2017 წლები: 78-ე ადგილი
2017 – 2018 წლები: 82-ე ადგილი (საქართველომ, საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიხედვით განიცადა 27 საფეხურით დაღმასვლა).

Share