Home » საზოგადოება » შემოსავლების სამსახურის უფროსად ვახტანგ ლაშქარაძე დაინიშნა
შემოსავლების სამსახურის უფროსად ვახტანგ ლაშქარაძე დაინიშნა

შემოსავლების სამსახურის უფროსად ვახტანგ ლაშქარაძე დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად ვახტანგ ლაშქარაძე დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაციას სამინისტროშიც ადასტურებენ.

ვახტანგ ლაშქარაძემ ამ პოსტზე მიხეილ დუნდუა შეცვალა, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოადგილეა.

2014 წლიდან ლაშქარაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ის 2000 წლიდან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

ცნობისთვის: ვახტანგ ლაშქარაძე 1982-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა-ინჟინერ-ფიზიკოსი; 1988-1989 – წლებში სწავლობდა ლენინგრადის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში, ხოლო 2002-2004 წლებში სწავლობდა თბილისის საბაჟო აკადემიაში საბაჟო საქმის მართვის სპეციალობაზე.

შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.

ვახტანგ ლაშქარაძეს სამი მოადგილე ჰყავს: ირაკლი შარტავა, მამუკა ტერაშვილი და კახა ცერცვაძე.

 Bm.ge

Share