Home » ფინანსები » შემოსავლების მოცულობა, რომლის აზარტულ თამაშებში დახარჯვის შემთხვევაში ბანკი სესხს არ მოგცემთ
შემოსავლების მოცულობა, რომლის აზარტულ თამაშებში დახარჯვის შემთხვევაში ბანკი სესხს არ მოგცემთ

შემოსავლების მოცულობა, რომლის აზარტულ თამაშებში დახარჯვის შემთხვევაში ბანკი სესხს არ მოგცემთ

„ჩვენ ხშირად ვაკეთებთ იმ მიზეზების მონიტორინგს – თუ რატომ არ უმტკიცდება მოქალაქეს სესხი, მითუმეტეს, რომ რეგულაციების ფონზე საკმაოდ გახშირებულია შემთხვევები, როდესაც ადამიანს უარს ეუბნებიან. ამასთან, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უარი იმის გამო უთხრეს, რომ მათ აღენიშნებოდა გარკვეული ბრუნვა, რომელიც დაკავშირებული იყო აზარტული თაამაშების კომპანიებთან.

ეს ხდება ბოლო პერიოდში, მაგრამ ბანკების პოლიტიკა ამ მიმართულებით მანამდეც საკმაოდ კონსერვატიული და მკაცრი იყო. იმ მსესხებლებს, რომელთაც შემოსავლის 10%-ზე მეტი უფიქსირდებათ ბრუნვა ტოტალიზატორში ან ინტერნეტკაზინოში, მათ როგორც წესი უარს ეუბნებოდნენ, რადგან ეს არის სარისკო მსესხებელი კომერციული ბანკისთვის. თვითონ ბანკის თანამშრომლისთვის კი სულ აკრძალულია რაიმე კავშირი სათამაშო ბიზნესთან, რადგან ესეც რისკს წარმოადგენს,“-აღნიშნა კეპულაძემ.

შედეგად კი კეპულაძის განცხადებით, „ქართულმა სათამაშო ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია და არ ჩანს საბანკო ამონაწერებში“.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, გაზრდის საბანკო რისკებს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად.

წყარო:bpn.ge

Share