Home » ბიზნესი » „შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა“
„შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა“

„შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა“

„ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდაში  2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა- ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ – 1/3. –  აღნიშნა კობა გვენეტაძემ, მისივე თქმით,  ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში  მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა.

ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა (SME) და სხვა ბიზნეს სესხები. ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნეს დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

Share