Home » ბიზნესი » შეხვედრა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით
შეხვედრა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით

შეხვედრა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრმა  ოთარ დანელიამ  და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის აპარატში სამუშაო შეხვედრას გამართეს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  მიმდინარე წლის  ციტრუსისსეზონთან დაკავშირებული  საორგანიზაციო საკითხების განხილვა. შეხვედრაზე  ასევე განხილული იყო ციტრუსის დამზადების,   შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისადა საექსპორტო ბაზრებზე  კონკურენტუნარიანი   სახით პროდუქციის მიწოდების  საკითხები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამუშაო შეხვედრის შემდეგ აღნიშნა: „ჩვენ უკვე გავიარეთ ყველა დეტალი რაც წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება, მოსავალი არის გაცილებით მეტი, ვიდრე იყო გასულ წელს, დაახლოებით 100-დან 110 ტონამდე ველოდებით წელს მოსავალს. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, ტრადიციული ბაზრები კვლავაც არიან მოლოდინში და არის მოთხოვნა, ასევე ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიულ ბაზრებზე. დამატებით, ჩვენ გვინდა მაქსიმალური შესაძლებლობები შევუქმნათ ექსპორტიორებს. ფორმატი რჩება იგივე, რაც იყო შარშან -10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება სახელმწიფოს მხრიდან. ეს იყო  წარმატებული მოდელი და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ცვლილებები არ ჭირდება“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ციტრუსის შუა აზიის ქვეყნებში გასაღებაზე და ახალი ბაზრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა შუა აზიის მიმართულებით გააქტიურების თემას.  მისი ინფორმაციით „,1 ნოემბრიდან გაიხსნება სპეციალური შტაბები… ჩაქვში კი უახლოეს მომავალში  კიდევ ერთი ციტრუსის შემფუთავი საწარმო გაიხსნება“.

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე  წლის სეზონზე იმოქმედებს  30–მდე  ციტრუსისშემფუთავი საწარმო, სადაც მოხდება  პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება.  წელს ციტრუსის სეზონზე კიდევ რამდენიმე საწარმო შეემატება სადაც მოხდება ციტრუსის პარაფინირება რომელიც მინიმუმ ერთი თვით გაახანგრძლივებს ციტრუსის რეალიზაციას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Share