Home » საზოგადოება » „შეიძლება, მისადაგომი გავზარდოთ და 3 გემის ნაცვლად, 5 გემის სადგომი გავაკეთოთ“
„შეიძლება, მისადაგომი გავზარდოთ და 3 გემის ნაცვლად, 5 გემის სადგომი გავაკეთოთ“

„შეიძლება, მისადაგომი გავზარდოთ და 3 გემის ნაცვლად, 5 გემის სადგომი გავაკეთოთ“

„მისადაგომი შეიძლება გავზარდოთ და 3 გემის ნაცვლად, 5 გემის სადგომი გავაკეთოთ“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, ანაკლიის პორტითან დაკავშირებით რუსთავი2-ზე „forbes-კვირაში“ განაცხადა.

„ჩვენ სამშენებლო პროცესი არ გაგვიჩერებია, რაზეც გვიპასუხეს, როგორ არ გაგიჩერებიათო. თუ ვსაუბრობთ იურიდიული ენით, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამას ჰქვია წინა მოსამზადებელი სამუშაოები და სამშენებლო ენაზე, ამას ჰქვია – 70 მლნ დოლარის ინვესტირება და მომზადება პორტის მშენებლობისთვის.

იქ ითქვა ისიც, რომ პროექტის 60% გვაქვს გაკეთებული და ეს მართალია. ახლა გეტყვით რატომ, სახელმწიფოს მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ აგვეშენებინა პორტი, რომელსაც ექნება 2 გემის მისადგომი. ჩვენ გავაკეთეთ ერთი პროექტი, შემდგომ მოვიწვიეთ მეორე ამერიკული, საკმაოდ გამოცდილი კომპანია, რომელთან ერთადაც გადავწყვიტეთ პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობა, დავამატეთ ნაყარი ტვირთის ტერმინალი, შესაბამისად, ცოტა გადავაკეთეთ და შევქმენით მესამე გემის სადგომი, პირველივე ფაზაში.

ანუ შევცვალეთ კონფიგურაცია, 625-მეტრიანს დავამატეთ 250-მეტრიანი. ახლა ამ 2 სამშენებლო კომპანიიდან რომელიც გაიმარჯვებს, მასთან ერთად შეიძლება, მისადაგომი გავზარდოთ და 3 გემის ნაცვლად, 5 გემის სადგომი გავაკეთოთ. ჩვენ თუ გვინდა, რომ 2 გემის ნაცვლად 5 გემის სადგომი შევქმნათ, ეს კარგია თუ ცუდი?! ამიტომ ასე ტრიბუნებიდან არ უნდა იყოს ამაზე საუბარი“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Share