Home » საზოგადოება » შეადარეთ საქართველოში არსებული წამლები ამერიკულსა და ევროპულს
შეადარეთ საქართველოში არსებული წამლები ამერიკულსა და ევროპულს

შეადარეთ საქართველოში არსებული წამლები ამერიკულსა და ევროპულს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საკუთარ ვებ გვერდზე: http://www.ugma.ge/ge/ — ამერიკის შეერთებულ შტატებში დაშვებული და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული მედიკამენტების საძიებლების ბმულებს აქვეყნებს.

აღნიშნული საძიებელი ბმულით, მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი ღილაკის მეშვეობით გადავიდნენ შესაბამის ბმულებზე და მოძებნონ ის მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც ხდება აშშ-სა თუ ევროკავშირის ქვეყნებში.

საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება ამ ბაზის საშუალებით შედარება გააკეთონ საქართველოს ბაზარზე არსებულ წამლებსა და აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტე შორის. შეადარონ, რამდენად გამოიყენება საქართველოში არსებული წამლები დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებში არსებულთან მიმართებით და გამოიყენება თუ არა საერთოდ. ეს ინფორმაცია მოსახლეობას დაეხმარება  რეალური სურათის წარმოდგენაში, თუ რამდენად მაღალხარისხიანი და სანდოა ესა თუ ის პრეპარატი, რამდენადაც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უმაღლესი სტანდარტისაა.

იხილეთ ბმულები (1;2): 1. აშშ-ში დაშვებული წამლები   2. ევროპაში არსებული მედიკამენტები

Share