Home » საზოგადოება » შავ ზღვაში ამერიკულ გემს 2 რუსული სამხედრო გემი დაედევნა
შავ ზღვაში ამერიკულ გემს 2 რუსული სამხედრო გემი დაედევნა

შავ ზღვაში ამერიკულ გემს 2 რუსული სამხედრო გემი დაედევნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ Ross-ს ორი რუსული სამხედრო გემი აედევნა. მისი თქმით, რუსეთისთვის დამახასიათებელია, ამერიკის მხრიდან მსგავს აქტივობებსთვის თვალყურის დევნება.

„ზოგადად მოგახსენებთ, რომ ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალყური ადევნონ ან გამოედევნონ ასეთ აქტივობებს, ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მიერ როცა ხდება საზღვაო გემების განლაგება. თუმცა, ეს არის ჩვენი უფლება საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები და ალბათ, ამ შეკითხვით უფრო უნდა მიმართოთ რუსებს, რა რისკებს ხედავენ,“ – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross-ი ბათუმის ნავსადგურში 21 აპრილს შემოვიდა.

ნავსადგურში გემის ეკიპაჟის წევრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ხომალდის მეთაურს აჭარის მთავრობის წევრები და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.
Share