Home » საზოგადოება » შარშან საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა 72.9% ქვეყანას განმეორებით სტუმრობდა
შარშან საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა 72.9% ქვეყანას განმეორებით სტუმრობდა

შარშან საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა 72.9% ქვეყანას განმეორებით სტუმრობდა

2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტ მოგზაურთა 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 9.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, შემოსულთა უდიდესი ნაწილი, 44.5 პროცენტი 31-50 წლის ასაკის მოგზაური იყო. ვიზიტორთა 39.7 პროცენტი ქალია, ხოლო 60,3 პროცენტი მამაკაცი.

2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.4 პროცენტით არის გაზრდილი.

2018 წელს ყველაზე მეტი, 1,204.3 ათასი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც მთლიან ვიზიტორთა 20.9 პროცენტს შეადგენს და 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25.9-პროცენტიანზრდას წარმოადგენს.

გასულ წელს საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა უმრავლესობა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ.

2018 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი – 42.7 პროცენტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით შედგა. უმრავლესობა თბილისს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სტუმრობდა.

ასევე, შარშან ვიზიტორის საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობა საშუალოდ 4.2 ღამე იყო, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 2 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ვიზიტების 72.9 პროცენტი განმეორებითია.

Share