Home » ეკონომიკა » „შარლატანებს ვუპასუხებთ საქმით“ – რიჟვაძე აჭარაში 2 მილიარდის მოზიდვას აანონსებს
„შარლატანებს ვუპასუხებთ საქმით“ - რიჟვაძე აჭარაში 2 მილიარდის მოზიდვას აანონსებს

„შარლატანებს ვუპასუხებთ საქმით“ – რიჟვაძე აჭარაში 2 მილიარდის მოზიდვას აანონსებს

2 წელიწადში  2 მილიარდი ლარის ინვესტიცია – აჭარის მთავრობის მეთაური საინვესტიციო გეგმაზე აცხადებს.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ინვესტიცია 6000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, აქტიური მოლაპარაკებებია რეპუტაციულ ინვესტორთა ჯგუფებთან და შედეგად,  ორი წლის განმავლობაში 4-ჯერ გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეს იქნება ძირითადად ევროპული კაპიტალი.

„ასე, რომ იმ შარლატანებს (ენმ-ს), რომლებიც აკეთებენ კომენტარებს და ქმნიან გარკვეულ მითებს,  თითქოს აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ ვუპასუხებთ საქმით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.

GBC.GE

Share