Home » მსოფლიო » „შამანი“, რომელიც კრემლიდან „პუტინის განდევნას“ გეგმავდა, პოლიციელებმა დააკავეს
„შამანი“, რომელიც კრემლიდან „პუტინის განდევნას“ გეგმავდა, პოლიციელებმა დააკავეს

„შამანი“, რომელიც კრემლიდან „პუტინის განდევნას“ გეგმავდა, პოლიციელებმა დააკავეს

„შამანი“, რომელიც კრემლიდან „პუტინის განდევნას“ გეგმავდა, დააკავეს.

როგორც რუსული გამოცემა „ზნაკ.კომ“ იუწყება, ალექსანდრ გაბიშევი ბურიატიისა და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე 40-მა შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პოლიციელმა დააკავა.

თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი ფედერალურ გზატკეცილზე მოხდა, სადაც „შამანი“ ღამეს ათენებდა.

შამნმა“ ალექსანდრ გაბიშევმა მოსკოვისკენ გეზი ექვსი თვის წინ აიღო. რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას ის 2021 წელს გეგმავდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ „პუტინი ბოროტი ძალების მიერ არის შექმნილი და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შუძლია“.

როგორც ტელეკომპანია „დოჟდი“ წერს, გაბიშევის წინააღმდეგ საქმეს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით აღძრავენ.

მანამდე ულან-უდეში დააკავეს „შამანის“ მხარდამჭერები, რომლებიც აქციას მართავდნენ. აქტივისტები ქალაქის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

1tv.ge

Share