Home » ახალი ამბები » სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

5 ივნისს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, 5 ივნისს, კახეთის რეგიონში 150 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა თავიდან სრულად იქნა აცილებული.

ცენტრის ცნობით, 5 ივნისს, მთელი საღამოს განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 20:35 საათიდან 21:00 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა.

მათივე ინფორმაციით, გასროლილ იქნა რამდენიმე ათეული რაკეტა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

Share